უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის მხრიდან მისი ქება რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს ვერ უშველის

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი არჩევის შემთხვევაში ის არ გაითვალისწინებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მხრიდან მის ქებას. „ვფიქრობ, კარგი ურთიერთობები მექნება რუსეთთან, თუმცა, შესაძლოა, არც მქონდეს. ის ფაქტი, რომ იგი ჩემზე კარგს ლაპარაკობს, არ ნიშნავს, რომ ეს მას მოლაპარაკებებში უშველის. ეს მას საერთოდ არ უშველის. და საკმაოდ მალე გავიგებ, უნდა მქონდეს თუ არა კარგი ურთიერთობები რუსეთთან“, - განუცხადა პოლიტიკოსმა სააგენტო „როიტერს“.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ 8 ნოემბრის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში იგი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ეცდება.