უცხოეთი
ვენაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ორ საათს გაგრძელდა ვენაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 1994 წელს მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავენ.

ვენაში გამართულ მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის ხაზზე ინციდენტების გამოძიებას ეუთოს მისია ჩაიბარებს.

მთიან ყარაბაღში შეტაკებები 2 აპრილს დაიწყო და მას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.