საზოგადოება
„სააკაშვილის ახალი გუნდი: ბურჭულაძე, “გირჩი”, “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკელები წარმოადგენენ ახალ დასაყრდენს დასავლეთისთვის“ - დიმიტრი ლორთქიფანიძე

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ”აშკარა სამზადისია დაწყებული, ნეოლიბერალური ძალების ერთობამ შეადგინოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობა. ამას მიუთითებს “ენდიაისა” და “აირაის” კვლევები, რევოლუციურ სცენარზე ხმამაღლა საუბარი ამერიკის კონგრესიდან და სააკაშვილის ბოლო დროს შეცვლილი რიტორიკა, რომელიც აშკარად რევანშისტული ხასიათისაა” – ამ განცხადებას “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აკეთებს.

 “ამას მიუთითებს ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ თავის დროზე არასაარჩევნო მიზნით დაფუძნებული ფონდების აქტიურობა, რომლებიც აანონსებენ ახალი პოლიტპარტიის შექმნასაც.

 რეალურად იქნება მიხეილ სააკაშვილის “ნაცმოძრაობა”, პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია”, გიორგი ვაშაძის ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა, პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდი”. მათთან არიან რესპუბლიკური პარტია და “თავისუფალი დემოკრატებიც”. ეს ძალები მთლიანობაში წარმოადგენენ ახალ დასაყრდენს დასავლეთისთვის. მან ამ ძალებით უნდა შექმნას ჰიბრიდული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰიპოთეტურად განიხილავს ახალ საპარლამენტო უმრავლესობად და „ქართულ ოცნებას“ მათზე გადააცემინებენ ძალაუფლებას. ეს არის ის სცენარი, რომლის განხორციელებას ემსახურებოდა “ენდიაისა” და “აირაის” კვლევები”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.