საზოგადოება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სეზონს ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით ხვდება

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. 16 მაისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის ავიაკომპანიამ „El AlIsrael Airlines“ თელ-ავივი-ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.  პირდაპირი რეისები თელ-ავივიდან ბათუმში კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს Boing 737, 757 და Airbus A-320 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.  31 მაისიდან ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს.

ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია რეგულარულ სამოქალაქო რეისებს 1948 წლიდან ახორციელებს. დღეისთვის ავიაკომპანიის ავიაპარკი 40 სხვადასხვა მოდიფიკაციის ბოინგისაგან შედგება, რომლებიც რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპის, სამხრეთ ამერიკის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით ასრულებენ.