სამართალი
ალასანიას საგანგებო განცხადება - შაბათს “თავისუფალი დემოკრატები” აქციას გამართავენ (ვიდეო)

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. “თავისუფალი დემოკრატები” კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს თბილისში პროკურატურასთან აქციას გამართავენ.

 ამის შესახებ პარტიის ოფისში ირაკლი ალასანიამ განაცხადა (ვიდეო იხ აქ).

 “შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას გავმართავთ პროკურატურასთან. ეს იქნება პირველი აქცია. როცა ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევიან, ყველა უნდა დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ვპირდები მათ, რომ არ მივატოვებ ტყვეობაში და არ დავტოვებ ამ ბრძოლაში ერთი ერთზე უსამართლობასთან, - თქვა ალასანიამ.

 ცნობილია, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდან.