საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილების მიზეზად “ქართულ ოცნებასთან” განსხვავებულ ინტერესებს ასახელებს.
„მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომლებიც სიის გულისთვის თავის პრინციპებზე უარს იტყვიან და მერე განაცხადებენ, როცა პარლამენტში მოხვდებიან. მე უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ახლა შევხვდები ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ამის შემდეგ გავაკეთებ საბოლოო განცხადებას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაური არ გამორიცხავს ახალი პარტიის დამოუკიდებლად შექმნას.
„მე მყავს თანამოაზრეები როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ამ ხედვას, რომელიც მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, ეს გუნდი, და ამის შემდეგ ვისაუბროთ უკვე თანამშრომლობაზე როგორც “პატრიოტთა ალიანსთან”, ისე სხვა მონათესავე ხედვების პოლიტიკურ ძალებთან“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.