საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. რესპუბლიკელები “თავისუფალ დემოკრატებს” სოლიდარობას უცხადებენ და შაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
„ირაკლი ალასანია და მისი პარტია პოლიტიკურად გამოვლენ უფრო მოძლიერებულები ამ ვითარებიდან, ასე რომ, საკუთარი პარტიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს “ქართული ოცნების” მესვეურებმა. ეს მეტყველებს მათი კვალიფიკაციის დეფიციტზე“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
„პოლიტიკური მოტივით ამ თემაზე კომენტარის კეთება არასწორია. ამას პოლიტიკური მოტივი არ აქვს“, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.
„რაც დღეს მოხდა, არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება, ივანიშვილი დარჩეს ხელისუფლების სათავეში ოქტომბრის შემდეგ“, - განაცხადა კანდელაკმა.
წელიწად-ნახევრიანი ხმაურიანი სასამართლო განხილვა დასრულდა. სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა.