აქტუალური
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. დაკავებებით დაიწყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის - 17 მაისის აღნიშვნა თბილისში. სამართალდამცველებმა ათი ლგბტ აქტივისტი დააკავეს.
„სიყვარული თანასწორია“ - ისინი საპატრიარქოს ღობის კედელზე ამ შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ. მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.
რამდენიმე ადამიანს კი დამატებით პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასაც ედავებიან, რაც 15–დღიან პატიმრობას ან 250-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
ლგბტ აქტივისტების დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.