აქტუალური
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს.
ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. სამხედრო ატაშე დაესწრო ბრიტანელი ჯარისკაცების საჩვენებელ წვრთნას - „ათეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“. ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ში ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.