აქტუალური
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი დაესწრნენ.

 „დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი ქვეითი ასეულის შეფასება იწყება, ეს არის 51- ბატალიონისალფაასეული. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ქვეითი ასეული არ გაივლის შეფასებას. ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის. ამ შეფასებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ უფრო გაზარდონ თავსებადობის დონე ნატოსთან და დაამტკიცონ კიდევ ერთხელ, რომ  მზად არიან, გახდნენ დიდი ევროატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

 სწავლებაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის "ალფა" ასეული მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირველია იმ თერთმეტი როტაციული სწავლებიდან, რომლებიც JTEC -ში 2016 წლის ბოლომდე გაიმართება.