რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „უწესო ადამიანები“ (პოლიტიკური ელემენტების პერიოდული ტაბულა)

 საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა, გაუთვითცნობიერებელი ადამიანი უხვპარტიული მრავალფეროვნებით გააოცოს, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. ქართველი პოლიტიკოსების კლასიფიკაცია იმ პარტიების სიმრავლის მიხედვით კი არ უნდა მოხდეს, რომლებსაც წარმოადგენენ, არამედ ისინი ორ კატეგორიად უნდა დავყოთ - წესიერ და უწესო ადამიანებად მათი მმართველობის პერიოდებში.

 წესიერი და უწესო ადამაინები საქართველოს მმართველობაში ყოველთვის იყვნენ - ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის ისტორიული დროიდან დღემდე. წესიერი ადამიანების მმართველობის პერიოდებში საქართველო ბრწყინავდა და ყვაოდა, ხოლო უწესოთა მოძალების ჟამს ქართული სახელმწიფო ინგრეოდა და ქართული მიწები გადამთიელთა ხელში გადადიოდა, რომლებიც მმართველებად ადგილობრივ უწესო ადამიანებს ნიშნავდნენ. ამიტომაც უღებდნენ უწესო ადამიანები შიგნიდან ციხესიმაგრის კარს გადამთიელებს - წესიერთა კატეგორიის თანამემამულეების მმართველობის პირობებში ხომ მათ მმართველებად გახდომის მეტად მცირე შანსი ჰქონდათ, გადამთიელები კი საქართველოში ქმნიდნენ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომლის დროსაც უწესოები წესიერებზე პრევალირებდნენ.

 ასეთია პოლიტიკური ელემენტების პერიოდული ტაბულა, რომელშიც სიტყვა "მმართველობა" შეიძლება შეიცვალოს "მენეჯმენტით"; "მმართველი""მენეჯერით", "მეფით", "ცეკას მდივნით", "პრეზიდენტით" ან "პრემიერით"; ხოლო "გადამთიელების" ნაცვლად პერიოდულად შეგვიძლია ვიხმაროთ სიტყვები უცხოელები", “ურჯულოები”, "თურქები", "სპარსელები", "ანტანტის ქვეყნები" ან "დასზზავლეთი": პოლიტიკური ელემენტების პერიოდული ტაბულის  უნივერსალური სტრუქტურა ამით არ იცვლება, მისი არსი კი გარკვეული ისტორიული პერიოდისათვის კიდევ უფრო გასაგები ხდება.

 უწესო ადამიანების - პოლიტიკოსების განმასხვავებელი ნიშნებია:

1. კარიერიზმი და ავანტიურიზმი - დაუოკებელი წყურვილი, ნებისმიერი  საშუალებებით, თუნდაც გარე და შიდა დესტრუქციულ ძალებთან პირის შეკვრის გზით, მიაღწიონ მიზანს - იყვნენ ხელისუფლებაში (გადამთიელების ხელში პროტექტორატის მმართველები გახდნენ - იხ. ზემოთ);
2. სიხარბე და გამყიდველობა - არ თაკილობენ ფულის აღებას ნებისმიერი გარე და შიდა სპონსორებისგან და საკუთარი გამდიდრების მიზნით ხელს ჰკიდებენ ნებისმიერი, თუნდაც ანტისახელმწიფოებრივი დაკვეთის შესრულებას;
3. მზაკვრობა და გაუნათლებლობა - გამუდმებით აწყობენ PR-აქციებს და პროვოკაციებს, რამდენადაც ამის საშუალებას ზედაპირული განათლება და უცხოეთში ათვისებული დივერსიულ-ძირგამომთხრელი უნარები აძლევს;
4. არაადეკვატური ფსიქიკა და დაკომპლექსებულობა - არასრულფასოვნება და ისტერიულობა უბედურ (დისფუნქციურ) ოჯახებში აღზრდის შედეგად, სადაც მათ ელემენტარული ტრადიციული მორალური თვისებები ვერ ჩაუნერგეს;
5. სექსუალური აღვირახსნილობა და გარყვნილება - უწესრიგო, ხშირად ჰომოსექსუალური სქესობრივი კავშირები და ცოლქმრული ღალატი, როგორც საკუთარ ოჯახებში ქცევის ნორმა; ჰეტეროსექსუალურ უმრავლესობასთან ლგბტ პირების თანასწორუფლებიანობის პროპაგანდა, ჰომოსექსუალების უფლებათა ექსკლუზიური დაცვა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, როგორც თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებთან საზოგადოების კუთვნილების მაჩვენებელი;
6. ათეიზმი, სექტანტობა და რუსოფობია - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის სულიერი მწყემსის - სრულიად საქართველოს პატრიარქისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომლებიც განასახიერებენ მათ მიერ უგულებელყოფილ ათ მცნებას, მართლმადიდებელ რუს ხალხთან ერთმორწმუნეობას და ყოველივე ქართულს - კულტურას, ისტორიას, მენტალობას, ცხოვრების ტრადიციულ ყაიდას. უწესო ადამიანები საზოგადოებაში ქცევის ნორმებზე მარგინალური ლიბერალური შეხედულებების დემონსტრირებას ახდენენ, არ თაკილობენ ტაძრების დემონსტრაციულ ნგრევას და წაბილწვას, ილია მეორის, ოჯახის ინსტიტუტისა და ქრისტიანული მორალის ბინძურ შეურაცხყოფას, საჯაროდ უჭერენ მხარს სხვადასხვა სექტებს, ინცესტს, სატანიზმს და მათ ასახვას ე.წ. თანამედროვე ქართულ “Art”-ში;
7. საიდუმლო ნებაყოფლობითი თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან, თანაც - ნებისმიერთან, “КГБ”-დან “CIA”-მდე, რომლებიც მათ სულ ადვილად აშანტაჟებენ, იბირებენ და აკონტროლებენ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ მანკიერების შესახებ იციან.

 ჩემი კლასიფიკაციის სამართლიანობაში დასარწმუნებლად, როგორც ზემოთ აღვნიშნე პოლიტიკური ელემენტების პერიოდულ ტაბულასთან დაკავშირებით, საკმარისია, უწესო პოლიტიკოსების ცხოვრებასა და საქმიანობას გადავხედოთ - სააკაშვილის, ბოკერიას, ხიდაშელის, ძმები ბერძენიშვილების, რომლებსაც უწესო ადამიანებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე, ზოგჯერ კი 7-ვე ზემოთ ჩამოთვლილი თვისება აქვთ.

 ვაგლახ! ადრე საქართველო ასოცირდებოდა ლეგენდარულ რაინდებთან - გურჯებთან, წმინდა გიორგისთან და წმინდა მოციქულთასწორ ნინოსთან, რომელიც ბოდბის მონასტერში განისვენებს, რუსთაველთან და “ვეფხისტყაოსანთან”, თამარ მეფესთან და თბილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასალთან (“მგლისთავიანთან”), მეფეებთან დავით IV აღმაშენებელთან და ერეკლე მეორესთან, ხალხურ მრავალხმიანობასთან, სვეტიცხოვლის ტაძართან და სხვა სასწაულებთან.

 დღეს საქართველო ასოცირდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან, საქართველოზე მსჯელობენ სააკაშვილის, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის, ხიდაშელის, ძმები ბერძენიშვილების, მარგველაშვილის, ნათელაშვილის და სხვა დაავადებული ფსიქიკისა და ჯამბაზური ჩვევების მქონე უწესო ადამიანების მიხედვით... გადამთიელები რომ არა, განა მათ ოდესმე, თუნდაც ოცნებაში ეღირსებოდათ, გამხდარიყვნენ საქართველოს - სტალინის, ილია მართლის (ჭავჭავაძის), ვაჟა ფშაველას, გალაკტიონის, ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, სარაჯიშვილის, ფალიაშვილის, მარჯანიშვილისა და მუსხელიშვილის სამშობლოს - მმართველები?!  

 წესიერი ადამიანები ღვთიკურთხეულ ქართულ მიწაზე ნახმარ ამერიკულ ტანკებს არ შემოათრევენ! რაში სჭირდება საქართველოს, რომელიც სასმელი წყლის მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია, დიდი აბრეშუმის გზის ქვეყანას, რომელშიც დაინტერესებული არიან ისეთი უმსხვილესი ინვესტორი - პარტნიორები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ირანი, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო სწავლებების მოწყობა, საომარი მოქმედებების იმიტაცია, სროლა და აფეთქება? რათა ისევ ომი ან ისლამური სახელმწიფოს ტერაქტები დაიტეხოს თავს, რომლებისგანაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დღემდე უფალმა დაიცვა?!

 წესიერი ადამიანები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ამერიკულ ტანკებს არ შემოიყვანენ, რომ ყველას აჩვენონ: საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, ის აშშ-ის მიერ ოკუპირებულია! უდიდესი სირცხვილი იქნება, თუ 26 მაისს ქართველები უფლებას მისცემენ არაადეკვატურ ხიდაშელს, რუსთაველის გამზირზე ამერიკული ტანკის ლულაზე ამხედრებული შემოგრიალდეს!

 (სხვათაშორის, გამარჯვების დღეს, 9 მაისს, მოლდოვას მცხოვრებლებმა კიშინიოვის ცენტრალური მოედნიდან ნატოს სამხედრო ტექნიკა გააძევეს, რომელიც იქ სწავლებაზე ჩავიდა. და არა უბრალოდ გააძევეს, არამედ აიძულეს, თან წმინდა გიორგის (ე.წ. გეორგიევსკის) ბაფთები წაეღო!).

 2016 წლის 8 აგვისტოს კი (8 ამერიკული ტანკი “Abrams”-ის მიერ თბილისის ცენტრის „ოკუპაციიდან“ ორი თვის თავზე) 8 წელი შესრულდება 08.08.08 ომის შემდეგ, როდესაც ქართულმა ჯარმა 60 ახალთახალი საბჭოთა ტანკი Т-72 დაკარგა. მაგრამ მაშინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, აშშ-ს საქართველოს დასახმარებლად თუნდაც ნახმარი 8 “Abrams”-ი არ გამოუგზავნია, იმიტომ რომ გონიერ ამერიკელებს რუსეთთან კონფლიქტი არ სურთ და საქართველოში ტანკებს მხოლოდ მშვიდობიან დროს აგზავნიან - აღლუმებში ან “Noble Partner”-ის ტიპის გასართობ შოუებში მონაწილეობის მისაღებად…

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 18 მაისი
საქართველო, თბილისი