უცხოეთი
„ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩაიშალოს“ – Financial Times

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ Financial Times–ს ალიანსის ორმა მაღალჩინოსანმა გენერალმა მოუთხრო, რომლებიც კარგად იცნობენ ნატოს ლოგისტიკურ გეგმებს. გაზეთის ერთ–ერთმა მოსაუბრემ განაცხადა,რ ომ რუსეთი მნიშვნელოვნად გაძლიერდა კალინინგრადში, ასევე, დამატებითი რესურსები განათავსა სასაზღვრო ტერიტორიებზე, რაც ნიშნავს, რომ სწრაფი რეაგირების ძალები შესაძლოა დაპყრობილი იქნენ მანამდე, სანამ ისინი საბრძოლველად მზად იქნებიან, თუ მათ განთავსებას შეეცდებიან „ოდერიდან აღმოსავლეთით“ (საუბარია გერმანიის აღმოსავლეთ საზღვარზე).

 ერთ–ერთ ზომას, რომელსაც განიხილავს ალიანსი, წარმოადგენს ნატოს ოთხი ბატალიონის ბაზირება, რომელთაგან თითოეული წარმოქმნილი იქნება ერთ–ერთი მისი წევრისგან, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ასევე პოლონეთში. მაღალჩინოსანი პოლონელი დიპლომატის თქმით, ასეთი ნაბიჯი „აუცილებელ მინიმუმს“ წარმოადგენს.

 სწრაფი რეაგირების ძალები ეხმარება შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი სიტუაციების გადაზრდის თავიდან აცილებაში, როგორიცაა სამოქალაქო მღელვარებანი ან საზღვარზე შეჭრა, აღნიშნა კროლმა. „გეგმა შემუშავებული იქნა ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის“, – განმარტა გენერალმა. ჰიბრიდული ომის მაგალითად ნატოს უკრაინის კრიზისში რუსეთის მონაწილეობა მიაჩნია.