უცხოეთი
დონალდ ტრამპი დეივიდ კამერონს აფრთხილებს, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემთხვევაში შესაძლოა, მას ბრიტანეთის პრემიერთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდეს

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და კამერონს უპასუხა, რომელმაც მას მუსლიმებზე გაკეთებული განცხადებების გამო სულელი უწოდა.

ტრამპი უკმაყოფილოა ლონდონის ახალი მერის შეფასებებითაც. რესპუბლიკელთა კანდიდატის თქმით, მას ყოველთვის ემახსოვრება, რომ სადიკ ხანმა ის უვიცად მოიხსენია.