სამართალი
საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. "კაბელების საქმეზე" ბრალდებულ ხუთივე პირს 7–წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა, ვინაიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში ხმაური ატყდა და მოსამართლემ დარბაზი დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ (ვიდეო იხ. აქ).
ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს პროკურატურა 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.