სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არჩილ . განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.