პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია - სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ათეული დასახელდა. დაზუსტებულია, რომ პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე.

 ვრცელდება იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც, სავარაუდოდ, ათეულში მოხვდნენ.

 ესენი არიან: ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.

 პარტიის წარმომადგენელთა თქმით, სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან.

 როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, სიის ფორმირება ჯერ ისევ მიმდინარეობს და საბოლოოდ ის პარტიის ყრილობაზე გასაჯაროვდება.