აქტუალური
"თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რაიმე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში" – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა: "თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მომავალ გეგმებზე. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რაიმე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში. ვისაუბრეთ კომუნიკაციის გამარტივების ფორმებზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცვალოთ ინფორმაცია. ამ მხრივ გვაქვს კონკრეტული წინადადებები. მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათი ნაწილი წლის ბოლომდე საქართველოში განხორციელდება, ნაწილი - ანკარაში, ნაწილი - ბაქოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მინისტრს წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ საქართველოში"