უცხოეთი
ზახაროვამ აშშ შულერობაში დაადანაშაულა – 2016 წლის 12 მაისს რუმინეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა მოქმედდა

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს რუმინეთში აშშ–ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განთავსების გამო და დასავლელ კოლეგების საქციელს შულერობა უწოდა. „იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია დღეს, რა თქმა უნდა, საპასუხო ნაბიჯის უფლებას ვიტოვებთ“, – განაცხადა მან.

რუმინეთში, ყოფილ სამხედრო საჰაერო ბაზა დევესელუზე, საზეიმოდ გაიხსნა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი. ეს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განლაგების ნატოს და აშშ–ს გლობალური პროგრამის ერთ–ერთი მთავარი ეტაპია.

პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილის რობერტ ვორკის სიტყვებით ამ კომპლექსს წმინდა თავდაცვითი ხასიათი აქვს და იგი რუსეთის უსაფრთხოებას არ ემუქრება.

მოსკოვისათვის რუმინეთის სამხრეთში არსებული ბაზა – ეს აშშ–ს სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ცალმხრივი და შეუზღუდავი გაფართოებაა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მან არ გამორიცხა რუსეთის მხრიდან საპასუხო სამხედრო–ტექნიკური სვლები.

 დევესელუზე განლაგდა ძლიერი რადარი, გზის გადამჭრელი რაკეტები და კავშირგაბმულობის მოწყობილობები. აშშ–ს რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამის შემდგომი ნაბიჯი პოლონეთში ბაზის გახსნაა.