საზოგადოება
საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. გადაცემის ცნობილი წამყვანები ჯგუფთან ერთად რეგიონს სტუმრობენ. მათ ობიექტივში ადგილობრივი კერძები - ბორანო, მალახტო, სინორი, ჩირბული, დედლური, იახნი და ფხალი მოხვდა. გადაცემის მაყურებელი ასევე შეიტყობს, უცხოური სამზარეულოს რა დელიკატესებისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი ბათუმში. გადაცემა ტელეარხ „ПЯТНИЦА“-ს ეთერში ივლისში გავა.
„Еда, я люблю тебя“ ტელეარხ „ПЯТНИЦА» -ს ეთერით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადაიცემა და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. გადაცემის წამყვანები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და შოუს მეშვეობით მაყურებელს ერთგვარ კულინარიულ გზამკვლევს სთავაზობენ. ივლისში გადაცემის მრავალრიცხოვანი მაყურებლის ყურადღებას უკვე აჭარა და მისი მრავალფეროვანი სამზარეულო მიიპყრობს.