უცხოეთი
„ცოლად წამიყვანეთ, პრეზიდენტო!“ – იტალიელი ოპერის ვარსკვლავი ანა აზერლი უწინდებურად შეყვარებულია პუტინზე და მისი ერთგული რჩება (ვიდეო)

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. მალე ეკრანებზე გამოვა აზერბაიჯანელი რეჟისორი ფარიდ გუმბატოვის რუსულ–ამერიკული ფილმი „Kissing Day“ („კოცნის დღე“), სადაც იტალიური ოპერის ვარსკვლავი ანა აზერლი დენი დე ვიტოს, დასტინ ჰოფმანსა და კიანუ რივზთან ერთად არის გადაღებული, რომლის შეყვარებულის როლსაც თამაშობს. თუმცა, მსუბუქ ფლირტს საქმე არ გაცილებია, რადგან ანას გული უკვე დიდი ხანია ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელსაც შარშან ვარსკვლავმა მიუძღვნა სიმღერა „ცოლად წამიყვანეთ, პრეზიდენტო!“ და მონაწილეობა მიიღო „სობესედნიკ“–ის მიერ ორგანიზებულ, რუსეთის პრეზიდენტის საცოლეთა კონკურსში.

 „ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორი არაჩვეულებრივი მამაკაცია თქვენი ვლადიმერ ვლადიმერის ძე! როგორ პატივს სცემენ მას უბრალო ადამიანები ამერიკაში, ევროპაში! უცხოელი მმართველები სანქციებით იმუქრებიან, მაგრამ ეს მათი საკუთარი თამაშები და პირადი ინტერესებია. მან მოკლე ხანში ფეხზე დააყენა რუსეთი, ახლა თქვენ ყურს გიგდებენ მთელ მსოფლიოში. მოსკოვი აყვავებული მეგაპოლისია, ისევე, როგორც თქვენი სხვა დიდი ქალაქები. იტალიაში, ამერიკაში ყველა ამბობს: ნეტავ ისეთი პრეზიდენტი გვყავდეს, როგორიც რუსეთშია, თუნდაც ორი–სამი წლით, რათა ჩვენთანაც ააღორძინოს ეკონომიკა – ახლა ხომ იქ სერიოზული კრიზისია! და როგორ აიღო მან ყირიმი! მახსოვს, ერთი წლის წინ იალტაში საავტომობილო მოგზაურობისას გული მეფლითებოდა. უბადრუკი ადგილები, წინდებით მოვაჭრე ბებიები გზისპირას. გზები კი დანგრეულია. სამწუხაროა. ვიფიქრე: ღმერთო, როგორი კონტრასტია მოსკოვთან, სადაც იმ დროისათვის რამდენჯერმე მოვასწარი სტუმრობა. და ახლა ყირიმელები უკვე რუსეთში არიან, რა ბედნიერებაა! (იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო ანა აზერლიმ ვლადიმერ პუტინი, წაიკითხეთ აქ)