აქტუალური
"ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას აღმოვუჩენ“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა. ექსპრემიერის განცხადებით, იგი პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს არ იცნობს, მათ შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია და ახალი სახეები პრემიერ კვირიკაშვილის შერჩეულია.

 ”მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პარტია ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს, სადაც ყველაფერზე გავცემ პასუხს. იქნება ერთგვარი ანგარიში, სადაც ყველაფერი იქნება მოცემული”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.