საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან - დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
დავით ბაქრაძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
დავით კოღუაშვილი - აშშ–ის სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი; ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი; ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში; ამერიკის კონგრესის სპეციალური ჯილდოს მფლობელი დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელი;
მამუკა მდინარაძე - იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე;
ირინე ფრუიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი;
რომან კაკულია - საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;
სოფიო კილაძე - საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი;
აკაკი ზოიძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი;
ზვიად გონაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი;
პოლიტსაბჭოში დარჩნენ ძველი წევრებიც: პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური.