აქტუალური
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სწავლების ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან - AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს.

საბრძოლო სროლების შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა.

ქართველმა სამხედროებმა ვაზიანის აეროდრომზე მთავარი საბრძოლო ტანკის M1A2 „აბრამსისდა ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 ბრედლისტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები შეისწავლეს.

„ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის 500 ქართველი,  650 - აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და 150 ბრიტანელი.