საზოგადოება
„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე” - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 14 მაისს, პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსყრილობაზე სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა პარტიის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, რომელიც, მისი თქმით, სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას და მსოფლმხედველობრივ ერთობას ევროპასთან. მანვე ყურადღება გაამახვილა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ურთიერთობის ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც დღეს გვაქვს, რაც მომავალში გვექნება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც ვგულისხმობ, - განაცხადა პრემიერმა.

 

 „ქართული ოცნებისყრილობას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.