უცხოეთი
ნატოს ჯარები კიშინიოვიდან გააძევეს, თანაც – გეორგიევსკის ბაბთებით! (ვიდეო)

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. მოლდოვას მცხოვრებლებმა დაიცვეს დედაქალაქი და ამერიკელ ჯარისკაცებს კიშინიოვში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობის ნება არ დართეს (იხ. ვიდეო). ამერიკელები იძულებული გახდნენ იქაურობას გაცლოდნენ... გეორგიევსკის ბაბთებით!

როგორც აღმოჩნდა, მოლდოვას ხელისუფლებას სერიოზულად შეეშინდა იმ შედეგების, რომელსაც სოციალისტთა ოპოზიციური პარტია დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სამხედრო კონტინგენტი დედაქალაქს არ დატოვებდა. დილიდან კიშინიოვის ცენტრში სოციალისტთა პარტიის წარმომადგენლებმა პიკეტი მოაწყვეს ამერიკული ჯავშანტექნიკის გარშემო, პლაკატებით – „ნატო არ გვჭირდება“, „სტოპ ნატოს ბაზებს“.

მოლდოვას დედაქალაქში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ დიდ სამამულო ომში დაღუპული მებრძოლებისთვის და მემორიალთან მისულებმა გვირგვინები დააწყვეს მარადიულ ცეცხლთან. ქალაქის დატოვებისას ნატოს ჯარიკაცებს ხალხმა გეორგიევსკის ბაბთები გადასცა.