უცხოეთი
მედია: ჰილარი კლინტონმა თავისი ამომრჩევლების ორი მესამედი დაკარგა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. დასავლეთ ვირჯინიაში ჩატარებულ პრაიმერიზში ბერნი სანდერსმა ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში, რომელმაც პარტიის საბოლოო კანდიდატი უნდა გამოავლინოს, სანდერსმა კლინტონს 16 პროცენტით მოუგო. მას მხარი ამომრჩევლების 51-მა პროცენტმა დაუჭირა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კი ხმების მხოლოდ 35 პროცენტი მოაგროვა.

თუმცა, პარტიული დელეგატების საერთო რაოდენობით კლინტონი სანდერსს ბევრად უსწრებს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, დასავლეთ ვირჯინიასა და ნებრასკაშიც პრაიმერიზი დონალდ ტრამპმა მოიგო.