საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. თამაზ მეჭიაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და დაპირისპირებაში რესპუბლიკელებს ადანაშაულებს.
„ვურჩიე, რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენოს, რადგან არის არაადეკვატური და შეიძლება შარში გაგვხვიოს. ელემენტარულად, თავდაცვის მინისტრს კომპიუტერულ თამაშებში მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული. სათამაშო არ არის ეს ქვეყანა, ხან ტანკი შემოიყვანოს, ხან გაიყვანოს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურის განცხადებით, დატოვებს თუ არა იგი კოალიციას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, ივანიშვილს გააცნობს.
თავად რესპუბლიკელები თამაზ მეჭიაურის განცხადებებს კვლავ ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.