საზოგადოება
საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რესპუბლიკელებისა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ პროცესში ის ნაკლებად ერთვება და აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც შეძლო კონსტრუქციული დიალოგი, გიორგი კვირიკაშვილი იყო (ვიდეო იხ. აქ).
"დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო. ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია. როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ბუნებრივია, ეს გიბრუნდება ხოლმე უკან", - განაცხადა მარგველაშვილმა.