საზოგადოება
ვახუშტი ფარცვანიამ ახალი მოძრაობა შექმნა

parzvფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' ერთ-ერთმა ინიციატორმა, ახლა უკვე ყოფილმა წევრმა ვახუშტი ფარცვანიამ შექმნა ახალი სამოქალაქო მოძრაობა ,,სამშობლოს მაძიებლები”.

''ამ სამოქალაქო მოძრაობას ჰქვია ,,სამშობლოს მაძიებლები”, რადგან ჩვენ დავკარგეთ სამშობლო და ვეძებთ მას. ვეძებთ თვითმყოფადობას. ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ რეგიონი იყოს საკუთარი თავის განმკარგავი. რეგიონს უნდა ჰყავდეს თავისი ლიდერები, როგორც ადგილობრივი, ისე სამთავრობო პოსტებისთვის,” – განაცხადა ვახუშტი ფარცვანიამ.

სახალხო კონფერენცია ჩატარდება 2011 წლის გაზაფხულზე, სადაც მიღებული იქნება სამეგრელოს რეგიონის განვითარების პროგრამა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თეორიული საკითხების, რეგიონული საკადრო პოლიტიკის დამტკიცება. დაასახელებენ რეგიონის ლიდერებს და შექმნიან რეგიონულ მუდმივმოქმედ საკოორდინაციო საბჭოს. ასეთი შეკრება ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში, რათა საბოლოოდ იქნას მიღწეული ეროვნული თანხმობა.

,,ჩვენი მიზანია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტი. ეს მოძრაობა პირველ რიგში მიმართული იქნება საქართველოს რეგიონებში ახალი, შეურყვნელი რეპუტაციის მქონე ლიდერთა წარმოსაჩენად,” – აღნიშნა ვახუშტი ფარცვანიამ.