საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. თუმცა არა მგონია, ეს გონივრული იყოს. პრეზიდენტმა თავიდანვე დაუშვა შეცდომა და აღმოჩნდა საკუთარი შეცდომის მძევალი, თუმცა პრემიერ–მინისტრმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება.
რაც შეეხება ”რესპუბლიკელ” მინისტრებს, რესპულიკურმა პარტიამ 27 მარტს განაცხადა, რომ მინისტრები დატოვებდნენ თანამდებობას რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებით ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ყველა სხვა საკითხი ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნა სასურველია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი ასევე აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურს არა მარტო კომპეტენციის, არამედ მეხსიერების პრობლემაც აქვს. „როგორც ჩანს, მეჭიაური „ოცნების“ ვარსკვლავია, რომლის იმედზეც ეს პარტიაა. სანამ არ გააჩერებენ, მანამდე გეტყვით, რომ ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი ან პრემიერ-მინისტრი“, - განუცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს.