სამართალი
გურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. შემთხვევა ქალაქის ცენტრში  გვიან ღამით მოხდა.

 საპატრულო პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის გარკვევას ცდილობდა, რა დროსაც მძღოლმა ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

 პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის და მას პოლიცია ამ წუთებშიც ეძებს.

 მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას და მისი საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობს.