პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, ცვლილებები გამორიცხული არ არის“

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი.  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მისივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და რესპუბლიკელი მინისტრები თავიანთ პოსტებზე რჩებიან. „სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა, ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, ცვლილებები გამორიცხული არ არის. ასევე მინდა ვთქვა, რომ  მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელი არის პრემიერ–მინისტრი,რომელსაც  სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წევრს მიუთითოს განცხადებების თაობაზე. ამ საკითხზე ატეხილი ალიაქოთი არის უადგილო და აზრს მოკლებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მე არ გამიკვირდებოდა ასეთი განცხადებები ჩვენი კონკურენტი პარტიების ლიდერებისგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და უადგილო.  პრემიერი სრულად აკონტროლებს ამ სიტუაციას“,  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.