პოლიტიკა
„ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  რიგი პოლიტიკოსების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.  აბსოლუტურად უაზროა ბრალდებები გადაწყვეტილების მიღების უნართან დაკავშირებითსაქართველოს ხელისუფლებას  არცერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია. საქართველო ვითარება ევროპული და ევროატანტიკური ინტეგრაციის გზით“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი პერიოდი, განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და არასდროს გადაუხვევია სტრატეგიული კურსისგან, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვება.

 „ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია,  ვთქვათ, რომ დღეს გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა განცხადებები, რომლებიც გენერალურ ხაზს და სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარი არის ის, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ვექტორი და ამ კუთხით საქართველოში შეკითხვები არ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არ არის მუდმივი ორგანიზმი, ამიტომ ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც არის ატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.