აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იქნება (ვიდეო)

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ახალი პრესსპიკერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 11 მაისს გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ეკა მიშველაძეს აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობისა და ჟურნალისტიკაში მუშაობის 25–წლიანი გამოცდილება. აბაშიშვილის თქმით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია (ვიდეო იხ. აქ).

 „ჩემი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია. ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი თანამშრომლობა. იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთივე მჭიდრო, თბილი და კოლეგიალური დამოკიდებულება, რომელიც გვქონდა წლების განმავლობაში", - მიმართა მიშველაძემ ჟურნალისტებს.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ტელევიზია „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ეკა მიშველაძე თანამდებობიდან გათავისუფლებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების მინისტრის, ირაკლი ალასანიას პარტიის სახე ბუკა პეტრიაშვილის მეორე ცოლია, რომელსაც ცოტა ხნის წინ გვარიანად დაუსახიჩრეს სახე და სხეულის სხვა ნაწილები ეკა მიშველაძის გამო...