აქტუალური
ბერძენიშვილი - უსუფაშვილის წინააღმდეგ

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის მთავარ კომიტეტზე დავით უსუფაშვილსდა ძმებ ბერენიშვილებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 „საქმე ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დავით უსუფაშვილმა დატოვოს პარტია და მომავალ არჩევნებში ქართული ოცნების” რიგებში ვიხილოთ. უსუფაშვილმა კარგად იცის, რომ რესპუბლიკური პარტია მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება”, – აცხადებს მჟავანაძე.

 “პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების თაობაზე  თამაზ მეჭიაურის პირველ ცნობილ განცხადებასთან დაკავშირებით ბერძენიშვილებმა პარტიას – მთავრობაში მინისტრების პორტფელების დატოვება, უსუფაშვილს კი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოსთხოვეს.

 თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიას შეახსენა, რომ მას ივანიშვილი “ოცნების” თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რაზეც მან პარტიის დაშლის საშიშროების გამო თავი შეიკავა. ბერძენიშვილებს მხარი დაუჭირა პაატა ზაქარეიშვილმა და სწორედ ამის გამოძახილი იყო სახელმწიფო მინისტრის ხმაურიანი განცხადება მეჭიაურთან დაკავშირებით, რასაც ბერძენიშვილის განცხადება მოჰყვა, როდესაც მან ღია მოწოდებით მიმართა ყოფილ პრემიერ ივანიშვილს და მოქმედ პრემიერ კვირიკაშვილს.