პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: თამაზ მეჭიაური ქართველი ხალხის უმრავლესობის სათქმელს ამბობს

 თამაზ მეჭიაური ქართველი ხალხის უმრავლესობის სათქმელს ამბობს, - პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური განცხადებას ეხმიანება.

 კირვალიძის თქმით, თამაზ მეჭიაურისა და ქართველი ხალხისთვის უპირველესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა, მითუმეტეს, თუ გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამორიცხავს.

 "დიახ, პიროვნულად ვის მოსწონს და ვის არა, მაგრამ, საქართველოს პარლამენტის წევრი "პარტია "ქართული ოცნებიდან", დეპუტატი თამაზ მეჭიაური ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სათქმელს, მარტივად და ყველასათვის გასაგებად ამბობს, რომ – ქართველი ერი ნატო–წევრობის სანაცვლოდ არ დათმობს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს! – საქმე ის გახლავთ, რომ ბ–მეჭიაურს, ისევე, როგორც ქართველ ხალხს მიაჩნია, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო–ში ვერ მოხდება, სანამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული და "აღიარებულია" რუსეთის მიერ, ანუ საქართველოს ნატო–ში შესვლა შეუძლებელია, – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად! მოკლედ და მავანთათვის გასაგებად, დეპუტატ მეჭიაურისა და ქართველი ხალხისთვის უპირველესია, – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – და არა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა, მითუმეტეს, თუ გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გამორიცხავს! ამავდროულად, დეპუტატი მეჭიაური, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა, საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ მავანი, შინ თუ გარეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ისეთ პოლიტიკურ რიტორიკას მიმართავს, რომელიც "საბედისწერო" არჩევანისკენ უბიძგებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა "კრიტიკულ მომენტში სწორი არჩევანი გააკეთონ" – ნატოს წევრობასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შორის!.. ის პოლიტიკური ძალები და პიროვნებები (რესპულიკური პარტია და სხვები), რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში დეპუტატ მეჭიაურს უპირისპირდებიან, არიან მთლიანად დაცლილები ეროვნული თვითშეგნებისგან, მეტიც, ისინი ანტიეროვნულ ძალებად უნდა მივიჩნიოთ! ხოლო, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები, მთავრობაში თუ პარლამენტში, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებით "ემიჯნებიან" დეპუტატ მეჭიაურს, არ გამოხატავენ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზრს და შედეგად, მათ ქართველი ამომრჩევლების არანაირი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში! ასე რომ, ბ–ნი თამაზ მეჭიაური კი არ არის პარტია "ქართული ოცნების" "პრობლემა", არამედ ის "ორსახოვანი იანუსები" რომლებიც ლამობენ მოხვედრას პარტიის საარჩევნო სიაში. მიმაჩნია, რომ სიმართლისთვის და გულწრფელობისთვის, ცალკე აღებული მეჭიაური ამომრჩევლების იმდენ საარჩევნო ხმას მიიღებს, რამდენსაც ერთად აღებული ""იანუსები" (ასეთები კი, საკმაოზე მეტი არიან "ოცნებაში") ვერ მიიღებენ!.. ამიტომ, პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ კარგად გაითვალისწინოს მათი პოტენციური ამომრჩევლების აზრი, თუ ვისგან უნდა გათავისუფლდეს პარტია და ვისგან არა, ვინ უნდა იყოს საპარლამენტო სიაში და ვინ არა!.. იცოდეთ, რომ ქართველი ხალხი ყურადღებით გაკვირდებათ!!..

P.S. ჩემი მხარდაჭერა, დეპუტატ თამაზ მეჭიაურს!!!" - წერს კირვალიძე.

savemypost.com