უცხოეთი
აშშ–მა და რუსეთმა განაცხადეს, რომ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გადამწყვეტ დარტყმას განახორციელებენ

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. აშშ–მა და რუსთმა გამოაქვეყნეს ახალი ერთობლივი განცხადება სირიაში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე. ორივე მხარე აღიარებს, რომ სირიის ზოგიერთ რაიონში ზავის შენარჩუნებასთან დაკავშირებით სირთულეებს აქვს ადგილი. პირველ რიგში, საუბარია ალეპოზე, აღმოსავლეთ გუტსა და ლატაკიაზე.

 „ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დახმარებას გაუწევენ იმ ტერიტორიების განსაზღვრაში, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფებების „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან–ნუსრას“ კონტროლქვეშ იმყოფება. ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ გაბედულად იმოქმედებენ მათ და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ცნობაში.