საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობასთან და სხვა სტუმრებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ახალი მოფრენის ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის ამჟამად მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც ამა წლის 30 ივნისს დასრულდება.

2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტავ ჯორჯიას“ მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა 2027 წლამდე იქნა შემუშავებული.