საზოგადოება
"თუ ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს, თავის თავს გაუკეთებს დისკრედიტაციას" - თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. თამაზ მეჭიაური ლევან ბერძენიშვილს პასუხობს. დეპუტატი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ პოსტებს დატოვებენ რესპუბლიკელი მინისტრები.

 „თუ სატელიტი პარტია ჰგონიათ მათ, როგორც აქამდე იყო, რომ სატელიტ პარტიად გვიყენებდნენ ქართულ ოცნებას” და, ფაქტობრივად, აიღეს ნახევარზე მეტი ხელისუფლება და ახლა იგივეს აგრძელებენ, თავისთავად ამ ხელისუფლებას არტყამენ და მათ ავტორიტეტს აყენებენ რისკის ქვეშ. თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და ხალხის სათქმელს იძახიან და დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორიც ესპოლიტიკოსებიარიან, მაშინ თავის თავს გაუკეთებს დისკრედიტაციას. თუ კვირიკაშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გაათავისუფლებს მათ თანამდებობებიდან, ეს ყველაზე ლოგიკური იქნება. მე მას არ შევუქმნი პრობლემებს, რომ ჩემი გარიცხვა-არგარიცხვის საკითხზე მოუწიოს მსჯელობამ და მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება და მე მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვისაც მისაღები იქნება“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაურმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქვეყანას საფრთხეს უქმნის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უშლის ხელს.