სამართალი
"არავინ გადადგომას არ აპირებს და არც არავის გადაყენება იგეგმება" - დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები არ აპირებენ თანამდებობიდან წასვლას და არც პრემიერი ფიქრობს მათ გაშვებას. ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა და ქვეყნის კურსთან პრეტენზიების მქონე დეპუტატებს „ჩამოყალიბება“ ურჩია.

 „შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევ. მე არ მგონია, რომ დღეს გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როცა ვინმე გადადგომას აპირებს, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს. იმ ტიპის განცხადებები, რომ საქართველოს აღარ უნდა, თითქოს, დღეს არსებულ ვითარებაში ყოფნა, მაშინ როდესაც ყველა ერთხმად მიანიშნებს ამ  კურსის ურყევობაზე - აი, ვისაც ამ კურსთან აქვს პრობლემა, პირველ რიგში ის ხალხია ჩამოსაყალიბებელი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.