პოლიტიკა
მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ პრემიერმა კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ ისაუბრეს

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ, განვაგრძოთ ინვესტირება ახალ პროექტებში, ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში. საუბარია როგორც ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობაზე, ასევე ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, „ჰუალინგმაჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც  საქართველოს ბაზარზე შემოდის“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ჰუალინგის“ რეგიონული დირექტორის მოადგილემ ვანგ ჰინფუმ.

 „ჰუალინგ ჯგუფს“ შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტი, რომლებსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის ბორტი დაემატება,  საქართველოდან შეასრულებს რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით, ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან კონკრეტული გეგმები ჩაის პლანტაციების აღორძინების, ასევე, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით, რათა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.