საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში უკვე მუშაობს.
„პლანტაცია გაშენებული გვაქვს ბაღდათშიც, მარნეულშიც, მაგრამ უპირატესობას მაინც კახეთს ვანიჭებთ. დღემდე ამ მიმართულებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და 2018 წლამდე დამატებით, მინიმუმ, 5 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი სვანიძე.
„წარმოება გვიჯდება გაცილებით იაფი, ვიდრე ესპანელ, იტალიელ, თურქ მეწარმეებს. უკვე გვაქვს შეთანხმება „კარფურთან“და ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას „კარფურთან“ და სხვა საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით ვაპირებთ. უახლოესი 3 წლის განმავლობაში საქართველოს ბაზრის 50%-ის დაკავებას ვგეგმავთ“, - ამბობს სვანიძე.
აღსანიშნავია, რომ პირველი პროდუქცია დახლზე ოქტომბერში „ქართული ზეთისხილის“ სახელით გამოჩნდება.