აქტუალური
“პანამის დოკუმენტები - მოპარული დოკუმენტებია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა უწოდოს!” - პესკოვი

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. კრემლში “მოპარული” უწოდეს ოფშორული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის შემცველ  “პანამის არქივის” მონაცემთა ბაზას, რომელიც 9 მაისს გამოქვეყნდა, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით. გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის აღმოჩნდა ცნობები ოფშორული კომპანიების 2 000-ზე მეტი რუსი მფლობელის შესახებ.

 პესკოვმა მოუწოდა, ერთმანეთთან არ დაეკავშირებინათ რუსეთის ხელისუფლების კურსი დეოფშორიზაციაზე და პანამის არქივის გამოქვეყნება: “მე არ ვეცდებოდი, დეოფშორიზაციაზე აღებული კურსი “პანამის დოკუმენტებისთვის” მიმება. ეს სრულიად სხვადასხვა მოვლენებია”. პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ოფშორული კომპანიები თავისთავად უკანონო არ არის: “უკანონოა გადასახადების გადაუხდელობა და საკუთარ ქვეყანაში გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების მცდელობა, თავისთავად ოფშორები კი რაიმე არალეგიტიმურის კატეგორიას არ განეკუთვნება”, - განმარტა კრემლის წარმომადგენელმა.