აქტუალური
”პუტინმა უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურებს არ მიულოცა დიალოგის არარსებობის გამო, მაგრამ ეს ამ ქვეყნების ხალხებს არ ეხება” - პესკოვი

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. “თქვენ იცით, რომ საქართველოს შემთხვევაში დიალოგი რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის საერთოდ არ არსებობს. დიალოგი სათანადო დონეზე არ არსებობს რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის. რუსეთი არასოდეს ყოფილა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის იმ ნეგატიური პროცესების ინიციატორი, რომლებსაც ადგილი ჰქონდა. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კეთილმეზობლურ ურთიერთობას თავის მეზობლებთან და, ფაქტობრივად, მოძმე ქვეყნებთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს შემთხვევაში თქვენ იცით, რა უძღოდა წინ კრიზისს, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მათი თხოვნის პასუხად, კომენტარი გაეკეთებინა პრეზიდენტის მილოცვაზე არა ლიდერების, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხებისადმი.

 “პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ კრიზისული ურთიერთობა სახელმწიფოთაშორის დონეზე არანაირად არ აისახება კეთილ გრძნობებსა და ტრადიციებზე ხალხების მიმართ, რომლებიც ჩვენთვის ტრადიციულად ახლობლები არიან - ეს არის საქართველოს ხალხიც, უკრაინის ხალხიც და სხვებიც. სწორედ ამიტომ პრეზიდენტის მილოცვა ხალხისადმი იყო მიმართული”, - დაასკვნა პესკოვმა.