სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით ნუგზარ . თბილისში, დიდუბის რაიონში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა ნუგზარ მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 8 ვაზნით, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით.