უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებსა და ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 71–ე წლისთავი მიულოცა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. გამარჯვების დღე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა. განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტი მილოცვაში 9 ქვეყნის ლიდერს, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს მიმართავს, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით კი ის მხოლოდ ორი ქვეყნის მოსახლეობას ახსენებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, სამამულო ომში გამარჯვების დღე სამუდამოდ დარჩება ერების გაერთიანების სიმბოლოდ. მისივე აზრით, არ შეიძლება, დაუშვან საერთო ისტორიის გადახედვა და წარსულის ტრაგიკული მოვლენების განმეორება.