საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის კომენტარს პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით.
„მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც რესპუბლიკელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა რამდენიმე დღის წინ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე. როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ რესპუბლიკელმა მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არ აკვირვებს, მას პარტია “ქართული ოცნების” დუმილი აკვირვებს, დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი არ არის “ქართული ოცნების” ხაზი. ეს გასაგებია, მაგრამ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი რესპუბლიკელი მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. კვირიკაშვილს თუ იმისი სურვილი აქვს, რომ განაახლოს “ქართული ოცნება”, ვფიქრობ, შესაძლებლობა ამისი, როგორც ჩანს, არ აქვს. ის ფორმალურად კი არ უნდა ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია “ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მან ასევე მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ნატოსთან და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რადგან მეჭიაური და სხვა დეპუტატები ხშირად აცხადებენ, რომ ისინი არიან ყოფილი პრემიერის მეგობრები, რაც არ გამორიცხავს, რომ ისინი სწორედ მის პოზიციას აფიქსირებდნენ.
ერთ–ერთი რესპუბლიკელი ძმა ბერძენიშვილის განცხადების პასუხად, რომლებსაც საქართველოში ჩვეულებრივ, დებს ეძახიან – იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ისინი ციხეში „ბოზობდნენ“, დასმენებს წერდნენ ერთმანეთზე და „ღირსებააყრილები“ იქნენ მთელი ცხოვრება – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, კერძოდ – დეპუტატებმა ტყემალაძემ, ჯაჭვლიანმა და თოფაძემ, ცნობილი ქართული ანდაზა მოიშველიეს: „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!“
ამგვარად, გაახმოვანა რა ბოლო დღეებში ის, რასაც ფიქრობს მთელი ქართველი ხალხი და რაზეც უკვე 20 წელზე მეტია ლაპარაკობენ ქართველი პატრიოტები – მცირერიცხოვანი პოლიტოლოგები და პუბლიცისტები, მათ შორის – განაცხადა რა გუშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე (სამაჩაბლო) უარის თქმის ხარჯზე ნატოში საქართველოს შესვლის თანხმობის საკითხზე საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, თამაზ მეჭიაური ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა საქართველოში, ყველაზე დიდი ელექტორატითა და საყოველთაო მხარდაჭერით.