სამართალი
„ნატო-ს სურს კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს დასავლეთის მიერ ჩანერგილი რესპუბლიკური პარტია“ – მეჭიაური

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. თამაზ მეჭიაური ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და ცხადია, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

 „არცერთ ქვეყანას არ გაუხარდება, მისი მტრის ჯარები განლაგდეს საზღვართან ახლოს. რამდენად სწორია ჩვენი ქმედებები, როცა ვიცით, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვება ზესახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. მაშინ ცოტა დაფიქრება გვჭირდება. ეს გარკვეულ ირიბ გამოწვევასგავს და რუსეთის რეაქცია არ უნდა გაგვიკვირდეს... რუსეთი არის მთავარი მოთამაშე რეგიონში. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა კონფლიქტში ჩართული, ზოგიერთებს უნდათ, რომ საომარი მოქმედებები გადმოანაცვლონ საქართველოში. ნატო- სურს, რომ კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და აქ დაუპირისპირდეს რუსეთს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს რესპუბლიკური პარტია, რომელიც ჩანერგილია ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მიერ“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

 ამგვარად, გაახმოვანა რა ბოლო დღეებში ის, რასაც ფიქრობს მთელი ქართველი ხალხი და რაზეც უკვე 20 წელზე მეტია ლაპარაკობენ ქართველი პატრიოტები – მცირერიცხოვანი პოლიტოლოგები და პუბლიცისტები, მათ შორის – განაცხადა რა გუშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე (სამაჩაბლო) უარის თქმის ხარჯზე ნატოში საქართველოს შესვლის თანხმობის საკითხზე საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, თამაზ მეჭიაური ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა საქართველოში, ყველაზე დიდი ელექტორატითა და საყოველთაო მხარდაჭერით.