სამართალი
„საქართველოში ნატოს წვრთნების გამო ნატოსა და რუსეთის დაპირისპირებამ შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს“ – მეჭიაური

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება დეპუტატმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი დეპარტამენტის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა, რომლის შესახებაც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა.

 თამაზ მეჭიაური უფრო ფრთხილი პოლიტიკის მომხრეა. რუსეთს, ფაქტიურად, ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკული ძალების შემოსვლის შემდეგ აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ განცხადებას, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პოლიტიკა. არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამ დაპირისპირებამ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 ამგვარად, გაახმოვანა რა ბოლო დღეებში ის, რასაც ფიქრობს მთელი ქართველი ხალხი და რაზეც უკვე 20 წელზე მეტია ლაპარაკობენ ქართველი პატრიოტები – მცირერიცხოვანი პოლიტოლოგები და პუბლიცისტები, მათ შორის – განაცხადა რა გუშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე (სამაჩაბლო) უარის თქმის ხარჯზე ნატოში საქართველოს შესვლის თანხმობის საკითხზე საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, თამაზ მეჭიაური ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა საქართველოში, ყველაზე დიდი ელექტორატითა და საყოველთაო მხარდაჭერით.