საზოგადოება
საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით  ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

საკრებულოს წევრებმა  მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ვაკის პარკში მოეწყო.